UniWare™
ინოვაციური მობილური გადაწყვეტა “ალტა სოფთვეარისგან”, კლიენტების მომსახურე და ადმინისტრატორების ჯგუფების ეფექტური თანამშრომლობისათვის.
მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შეუცვლელი მექანიზმი - UniWare, მომსახურების ღირებულების შემცირებასა და არსებული კლიენტების მდგრად შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ამასთანავე, თანამედროვე გადაწყვეტა გთავაზობთ მძლავრ ბიზნეს სარგებელს, ამცირებს რა მომსახურების გაწევის დროს, შეცდომების ალბათობასა და კადრების ხანგრძლივი მომზადების საჭიროებას.
ვებ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, მოქნილი, კონფიგურირებადი პროგრამული უზრუნველყოფა ორგანიზაციულ პროცესებზეა ორიენტირებული და მომსახურე გუნდისთვის საჭირო ფუნქციონალების სრულყოფილ ერთობლიობას ქმნის. ასევე თავს უყრის სხვადასხვა სისტემაში გაბნეულ კომპლექსურ პროცესებს და აერთიანებს ყველა საჭირო შესაძლებლობასა და წესს, რაც საშუალებას აძლევს გუნდს კვალიფიციური მომსახურება, ვრცელი ინსტრუქციებისა და განხილვის დროში გაწელილი პროცედურების გარეშე, გაუწიოს კლიენტს.
UniWare მოგცემთ საშუალებას გქონდეთ მომხმარებლების მომსახურებისთვის აუცილებელი, ერთიანი, მარტივი გადაწყვეტა, რომელიც დააკავშირებს ორგანიზაციაში არსებულ სისტემებს და შექმნის მზარდი განვითრების ფინანსურად ხელმისაწვდომ შესაძლებლობას.
გამარტივებასა და დაჯგუფებაზე ორიენტირებული გადაწყვეტის მთავარი მიზანია გამჭირვალე და გასაგები გახადოს კორპორატიული პროცესები სხვადასხვა სისტემიდან კომპლექსური ინფორმაციისა და შემოწმების მექანიზმების გადმოტანითა და ავტომატიზირებით. პროგრამული უზრუნველყოფის სამომხმარებლო ინტერფეისი მარტივად კონფიგურირებადია და სრულყოფილად ერგება ორგანიზაციის სპეციფიკურ საჭიროებებს.
„ალტა სოფთვეარის“ ეფექტურობისა და მოქნილობის ზრდის ტექნოლოგიური პლატფორმა იდეალურ გარემოს შეგიქმნით მომხმარებლების კმაყოფილების მუდმივი ზრდისა და ხარისხიანი მომსახურებისათვის.